რუსეთი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალებით დაკავებულ რუს მსახიობს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

meduza

მოსკოვის ტვერსკოის სასამართლოს მოსამართლემ, ალექსეი კრივოროჩკომ მსახიობ პაველ უსტინოვს 3 აგვისტოს სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, პროკურორი უსტინოვისთვის ექვსი წლის მისჯას ითხოვდა.

რუსეთის "დაზარალებული" სერჟანტი, ალექსანდრე ლიაგინი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ უსტინოვის პუშკინის მოედანზე დააკავეს, რადგან ის აქციაში აქტიურად მონაწილეობდა.

”ის ხელისუფლებისადმი შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს ყვროდა და აქტიური მონაწილე იყო”,- თქვა ლიაგინმა. მისი თქმით, დაკავების დროს უსტინოვმა დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში მას "მარცხენა მხრის სახსრის დახურული დისლოკაცია" დაუდგინეს.

თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული ჩუმადაა და არც შეურაცხმყოგელ ლოზუნგებს ყვირის.

უსტინოვის თქმით, ის აქციაში არ მონაწილეობდა და პუშკინის მოედანზე საქმიანი შეხვედრისთვის მივიდა. მისი თქმით, როდესაც დაიწყეს მისი დაკავება, მან უკან დაიხია, ამასთან, ორივე ხელი ტელეფონითა და ყურსასმენით ჰქონდა დაკავებული.

”მე არ მქონდა განზრახული ძალის გამოყენება ან შეწინააღმდეგება. შევეცადე წონასწორობა შეენარჩუნებინა, ხელები ამეწია და მშვიდად მეთქვა, რომ აქციაში არ ვმონაწილეობდი",- თქვა უსტინოვმა.

მოსამართლემ კრივორუჩკომ უარი თქვა დავაკების კადრების დამატებაზე, რადგან, პროკურატურის თქმით, ამ ვიდეოშიც ყველაფერი საკმარისად გარკვევით ჩანს. აგრეთვე, მოსამართლეს თქმით, ლაიგინის ჩვენება საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ უსტინოვი დამნაშავედ იქნას ცნობილი.

კომენტარები