სირცხვილია

სირცხვილია: შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს

20 ივნისს დაწყებული აქციები რუსთაველის გამზირზე დღეს სრულდება. აქციის ორგანიზატორებმა სცენაზე გამოსვლისას წაიკითხეს მანიფესტი, რომელშიც საუბარია სამოქალაქო მოძრაობის სამომავლო გეგმებზე.

წაიკითხეთ სრულად სირცხვილიას ორგანიზატორების მანიფესტი

აქციის ორგანიზატორების ექვსპუნქტიან გეგმაში ერთ-ერთია ელფების არმიის შექმნა, რომლის მიზანიც ივანიშვილის "ტროლებთან" ბრძოლა იქნება.

"შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს," - წერია მეხუთე პუნქტად სირცხვილიას მანიფესტში.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა აქცია სახელწოდებით "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციაზე მისული ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

კომენტარები