იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

გაბინაშვილი გდრ-ისა და სსრკ-ის პოლიტიკურ რეჟიმებთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობს

0 კომენტარი
ფოტო: Parliament

დღეს 24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა, ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატის გედევან ფოფხაძის კითხვებს პოლიტიკურ რეჟიმებთან დაკავშირებით არ უპასუხა.

გაბინაშვილმა ფოფხაძის კითხვას, რა პოლიტიკური რეჟიმი იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, გაბინაშვილმა პასუხი არ გასცა.

"რეჟიმებთან დაკავშირებით მე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ და უბრალოდ ეთიკა არ მაძლევს საშუალებას, რომ ეს შეფასებები გავაკეთო",- თქვა მან.

გაბინაშვილმა, აგრეთვე, პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმთან დაკავშირებით.

"არ ვაპირებ ამის შეფასებას, ესეთი განწყობა მაქვს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობაც და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობაც ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც პოსტომის შედეგებს მოჰყვა, მეტი რა გითხრათ ამასთან დაკავშირებით",- თქვა მან.

უზენეასი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა არც საბჭოთა კავშირში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმზე ისაუბრა.

 "არ ვაპირებ ამასთან დაკავშირებით დისკუსიაში შემოსვლას"- თქვა მან.

ქართული ოცნებიდან გასულმა დეპუტატმა მერაბ ფოფხაძემ პასუხგაუცემელ კითხვებთან დაკავშირებით გაბინაშვილს მიმართა და თქვა, რომ კითხვაზე პასუხის არგაცემა და გაბრაძების გამოხატვა მოსამართლეობის კანდიდატისთვის დამახასიათებელი არ უნდა იყოს.

"ბატონო მერაბ, თქვენ ხართ მოქმედი მოსამართლე, უნდა გახდეთ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ე.ი. უნდა იყოთ ქართული მართლმსაჯულების ელიტის ავანგარდში და თქვენ ელემენტარულ კითხავზე არ მაძლევთ პასუხს, თან ბრაზდებით და გამოხატავთ ამ გაბრაზებას, რა ასევე, მე მგონი, მოსამართლეობის კანდიდატისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი", - თქვა გედევან ფოფხაძემ.

მერაბ გაბინაშვილი ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები