აშშ

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის სტენოგრამას გამოაქვეყნებს

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას დათანხმდა. ინფორმაცია ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. 

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად ჯო ბაიდენი 20 სექტემბერს გამოეხმაურა. ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპმა სასწრაფოდ უნდა გამოაქვეყნოს სატელეფონო ჩანაწერი, რათა ამერიკელმა ხალხმა თავად განსაჯოს.

2020 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დემოკრატიული პარტიიდან ერთერთი კანდიდატი ჯო ბაიდენია. 

 

კომენტარები