რუსეთი-საქართველო

МИД: ზალკალიანი და ლავროვი გაეროს სამიტის ფარგლებში ნიუ-იორკში შეხვდნენ

0 კომენტარი
დავით ზალკალიანი / სერგეი ლავროვი

ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრა შვეიცარიის ორგანიზებით გაიმართა და მის ფარგლებში საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

"კომერსანტი" წერს, რომ "მოლაპარაკებები გაუმჯობესებული ურთიერთობების ფონზე წარიმართა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ივნისში განსაკუთრებით დაიძაბა."

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ ოფიციალურად არ გაუვრცელებია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები