ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ $40 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.56 თეთრით გამყარდა

0 კომენტარი

ეროვნული ბანკის ცნობით, 27 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.56 თეთრით გამყარდა.

ერთი დოლარის ფასი ოფიციალური კურსით 2.9552 ლარი იქნება.

ეროვნული ვალუტის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას მოსდევს - დღეს უწყებამ რეზერვებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

გუშინ ლარმა დოლართან გაუფასურების ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა - ერთი დოლარის ფასი 2.9808 ლარამდე ავიდა.

ლარი გამყარდა ევროსთანაც - გამყარებამ 2.85 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ფასი 3.2286 ლარი იქნება.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით მაშინდელ ისტორიულ მინიმუმამდე - 2.9718-მდე დაეცა.

1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები