ავსტრალია

მანქანის დაჯახების შედეგად ავსტრალიაში 20 კენგურუ მოკვდა

CNN

სატრანსპორტო საშუალების დაჯახების შედეგად ავსტრალიაში 20 კენგურუ მოკვდა. შემთხვევა ქალაქ ტურას სანაპიროზე, ახალ სამხრეთ უელსში მოხდა.

ცხოველები საცხოვრებელი სახლების მახლობლად იპოვეს.

ჯანინ გრინმა, ველური ბუნების სამაშველო ჯგუფის WIRES-ის მოხალისემ, თქვა, რომ ორგანიზაციაში მისი 20-წლიანი მუშაობის განმავლობაში მსგავსი არაფერი უნახავს. მისივე თქმით, სამი კენგურუ გადარჩა და WIRES-ი მათზე უზრუნებს.

”მაცხოვრებლები გაოგნებულები დარჩნენ, მათ კვირა დილით გაიღვიძეს და მკვდარი კენგურუები დაინახეს, რომლებიც მთელს გაზონებზე იყვნენ მიმოფანტული. კენგურუები მათი საზოგადოების ნაწილია. კენგურუების ქუჩაზე ხტუნვას ყველანი მიჩვეულები არიან და ტრანსპორტს ანელებენ ხოლმე. ვინმეს მიერ მსგავსი მასობრივი ხოცვა უბრალოდ დაუჯერებელია",- თქვა გრინმა.

პოლიციამ სთხოვა ყველას, ვისაც ამ საქმის შესახებ შეიძლება ინფორმაცია ჰქონდა, ადგილობრივ დეტექტივებს დაკავშირებოდა.

კომენტარები