ანაკლიის პორტი

ანაკლიის კონსორციუმი: ურთულესი პირობების მიუხედავად, დღესაც გვყავს ინვესტორები

0 კომენტარი
ფოტო: ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსორციუმს ახლაც ჰყავს ინვესტორები, ვინც კვლავ მზად არის პროექტში ფული ჩადოს:

"ამ ურთულეს პირობებში, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ და ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით, რომ მოგვეძია და მობილიზება გაგვეკეთებინა ინვესტორების, რომლებიც დღესაც კი მზად არიან, რომ ინვესტიცია განახორციელონ ამ პროექტში." - ამბობს ახვლედიანი.

მისი თქმით, მთავრობა პროექტს აკნინებს და საჯარო მხარდაჭერის მიუხედავად, კულუარებში მის არარენტაბელურობაზე საუბრობს:

"კულუარებში, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებში, არაერთხელ, მთავრობამ დაინტერესებულ პირებთან დააფიქსირა, რომ ანაკლია არ არის თურმე რენტაბელური ან კომერციულად გამართლებული. საჯაროდ იყო გამოსვლები მხარდაჭერის, მაგრამ პირისპირ შეხვედრებში ხდებოდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო."

როგორც ახვლედიანი ამბობს, კონსორციუმი დღეს "აღარაფრის ჩაბარებას" აპირებს. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარადგინა ხედვა, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს მიესადაგება.

დღეს, 15 ოქტომბერს იწურება სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარადგინოს წინასწარი შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა სამუშაო დღის ბოლომდე დაელოდება კონსორციუმისგან დოკუმენტების წარდგენას, ხვალ კი გააჟღერებს საკუთარ პოზიციას ინვესტორებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, კონსორციუმისთვის მიცემული ვადა რამდენიმეჯერ გახანგრძილვდა, მათ შორის ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ბოლო მიიყვანდა პორტის მშენებლობას.

ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები