რუსეთი

რუსეთს საერთაშორისო კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ ოქმის გაუქმება სურს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სახელმწიფო დუმას მიმართა, გააუქმოს ჟენევის კონვენციების დამატებითი ოქმი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ. 

ინფორმაცია ამის შესახებ დუმის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. 

ჟენევის 1949 წლის კონვენციის ეს დამატებითი ოქმი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1989 იყო რატიფიცირებული. 

პუტინის 16 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც მან დუმის სპიკერს გაუგზავნა, წერია, რომ საერთაშორისო კომისიამ, რომელიც სამოქალაქო პირთა მიმართ ომის დანაშაულების გამოსაძიებლად იყო შექმნილი, "1991 წლის შემდეგ თავისი ფუნქციების შესრულებას თავი ვერ გაართვა". 

"არსებულ საერთაშორისო გარემოში, საგრძნობლად იზრდება რისკი იმისა, რომ არაკეთილსინდისიერად მოქმედმა სახელმწიფოებმა კომისიის ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ," - წერია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტში. 


დოკუმენტში ასევე წერია, რომ კომისიაში არ არის არცერთი რუსი წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რეგულარულად იხდის გადასახადებს. დოკუმენტში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად არ უძღოდა წინ რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას. 

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს მუდმივად აკრიტიკებს საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, განსაკუთრებით, რუსეთის მცდელობას, თავი აარიდოს საერთაშორისო პასუხისმგებლობას ამ კონფლიქტებში ჩადენილ დანაშაულებებზე. მოსკოვს ამ კრიტიკას უყენებენ მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტშიც. 

კომენტარები