ატოცი

ნატახტრის გზაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

0 კომენტარი

ნატახტრის გზაზე მოძრაობა "შეცვალეს" ორგანიზატორებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ორგანიზატორების თქმით, პოლიცია მათ გადაადგილებას უზღუდავს და ზებრის საშუალებით ქუჩის მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევს. მოძრაობა მცოცავ ოკუპაციას და ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი მსხალაიას ინფორმაციით, "შეცვალეს" მონაწილეებს გზის მეორე მხარეს პლაკატებით გადასვლა სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა მოაბრუნეს და გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. 

"გვინდოდა ზებრაზე, სადაც ნებისმიერ მძღოლს აქვს ფეხით მიმავალი ადამიანისთვის გზის დათმობის ვალდებულება, რამდენჯერმე გადავსულიყავით და გადმოვსულიყავით. პოლიციამ არ მოგვცა ამის საშუალება",-თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 

სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გზაზე მოძრაობის შეფერხებას აპირებდნენ, მათ კი ამის საშუალება არ მისცეს.

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს, 19 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები