პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მეგან მარკლი: ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს, რომ პრინც ჰარიზე არ დავქორწინებულიყავი

0 კომენტარი
ფოტო: getty images

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლიმ, ახალ დოკუმენტურ ფილმში "Harry & Meghan: An African Journey" სამეფო ოჯახში ცხოვრებაზე, პრინც ჰარიზე დაქორწინებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას კითხა, როგორ აღწერდა გასულ ერთ წელს.

"ძნელი იყო, არ მგონია რომ ვინმე ამას გაიგებს. როდესაც პირველად შევხვდი ჩემს მომავალ ქმარს, ჩემი მეგობრები ჩემი სიხარულის გამო ძალიან ბედნიერები იყვნენ, თუმცა ბრიტანელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ მასზე არ უნდა დავქორწინებულიყავი, რადგან ტაბლოიდები ჩემს ცხოვრებას გაანადგურებდნენ", - უპასუხა მეგან მარკლიმ.

მისი თქმით, ის თავის მშობლიურ ქვეყანა ამერიკაში ტაბლოიდებში არ მომხვდარა, რადგან იქ ამის ინტერესი არ არსებობს.

მეგან მარკლიმ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ მისთვის მშობიარობის შემდეგ, არც ისე ბევრ ხალხს უკითხავს თავს როგორ გრძნობდა.

"ქალები, როდესაც ორსულად არიან მოწყვლადები ხდებიან და ეს ჩემთვის დიდ გამოწვევად იქცა. მადლობა რომ მომიკითხე, რადგან არც ისე ბევრ ხალხს უკითხავს, მშობიარობის შემდეგ კარგად ვიყავი თუ არა", - თქვა მეგან მარკლიმ.

ჟურნალისტმა სასექსის ჰერცოგინიას კითხა, იყო თუ არა მისთვის მთელი ეს პერიოდი ბრძოლა, რაზეც მეგან მარკლიმ "დიახ" უპასუხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები