კევინ ჰარტი

კევინ ჰარტმა ავარიის შემდგომ აღდგენის ემოციური ვიდეო გააზიარა

კომიკოსმა და მსახიობმა კევინ ჰარტმა ავარიის შემდგომ ფიზიკური და მენტალური აღდგენის ემოციური ვიდეო გააზიარა. ჰარტი ავარიაში წინა თვეს მოჰყვა და სერიოზული ტრავმები მიიღო.

"შენ არაფერს აკონტროლებ. დღის ბოლოს ხვდები, რომ ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს" ამბობ მსახიობი ვიდეოს დასაწყისში. 

როგორც ჰარტი აღნიშნავს, 2019 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. კომიკოსის აზრით ეს ღმერთის ნება იყო, რომ მას ცხოვრების ტემპი შეენელებინა. 

ვიდეოში ჩანს რა ვარჯიშებს აკეთებს ჰარტი გამოსაჯანმრთებლად, თუმცა მოსალოდნელია, რომ მსახიობი ახალ წლამდე ბოლომდე ვერ გამოკეთდება. 

 

 

კომენტარები