საქართველო-აშშ

კახიძე დეგნანის განცხადებაზე: "ოცნებამ" 2020 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა გადააბაროს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის მომავალი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს. 

საქართველოში აშშ-ის მომავალმა ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელსაც სენატში 29 ოქტომბერს მოუსმინეს, თავის გამოსვლაში თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ხაზი გაუსვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას. ისაუბრა საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიის განვითარებასა და ხელშეწყობაზე.

"მე მახსენდება ანალოგიური გზავნილი, რომელიც მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ აშშ-სგან. ბიძინა ივანიშვილი უნდა მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის

ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯერ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები და შემდეგ ხელისუფლების გადაბარება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს სახელმწიფოს და წავიდეთ წინ. ამიტომ გზავნილი არის ანალოგიური შინაარსის. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ყველას გვახსოვს. ქართული ოცნების მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებში დამარცხდებიან და ამ დამარცხებას უნდა მოჰყვეს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება", - თქვა ოთარ კახიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები