ავსტრალია

ავსტრალიაში ხანძარს ასობით კოალას სიცოცხლე შეეწირა

CNN

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში ხანძარს 350-ზე მეტი კოალა შეეწირა.

ორშაბათს პორტ-მაკუარის სანაპირო ქალაქთან ახლოს მომხდარმა აფეთქებებმა კოალას 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი საცხოვრებელი არეალი გაანადგურა.

”ჯერჯერობით ხანძრის არსებული ნაკადის ორი მესამედი კოალას საცხოვრებელს წარმოადგენდა",-წერია კოალას პორტ-მაკუარის საავადმყოფოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მონიტორინგის ჯგუფების თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივმა სახეობებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა და დაახლოებით, 43000 კოალა დარჩა ველურ სამყაროში.

ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულსა და ძველ შტატში, ბოლო თვეების განმავლობაში ასობით ხანძარი დაფიქსირდა.

კომენტარები