ავტოსაგზაო შემთხვევა

მარჯანიშვილზე არასრულწლოვანს დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა

flickr

თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ბიჭს დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად უცნობია, თუ რა სახის დაზიანება აღენიშნება მას. 

შემთხვევა, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამჟამად, დაკავებული არავინაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები