ერაყი

ერაყში საპროტესტო აქციებზე კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს, დაშავებულია 50-ზე მეტი მომიტინგე

REUTERS

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ანტისამთავრებო აქციებზე, რაშიც ათი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილობას, უსაფრთხოების ძალებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. დაშავებულია 50-ზე მეტი მომიტინგე.

მომიტინგე სამართალდამცავების მიერ ნასროლი გაზის ქილის გულმკერდის არეში მოხვედრის შედეგად დაიღუპა. 

"ჩვენ სრული სამთავრებო ცვლილება გვსურს. ჩვენ არ გვინდა ერთი და ორი მაღალჩინოსნის სხვა კორუმპირებული მაღალჩინოსნებით ჩანაცვლება. ჩვენ სრული სისტემური ცვლილება გვინდა," - თქვა ერთერთმა მომიტინგემ სახელად ჰუსეინმა თაჰრირის მოედანზე. 

საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და დაუსაქმებელი მოქალაქეები არაინ. ისინი სამართალდამცავების გადამეტებული ძალის გამოყენებასაც აპროტესტებენ.

აქციები ერაყის 7 პროვინციაშიც, უმეტესად სამხრეთით, იმართება. 

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაწყო. დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

კომენტარები