აშშ

ტრამპი ო'რურკის მიერ კამპანიიდან გასვლაზე: ძაღლივით გაიქცა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის ერთერთი კანდიდატის, ბეტო ო'რურკის, მიერ საპრეზიდენტო კამპანიის გამოთიშვას ირონიულად გამოეხმაურა.

ტრამპის თქმით, ო'რურკი "ძაღლივით გაიქცა". 

"ო, არა, ბეტო საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა, რომ ამისთვის იყო დაბადებული. მე ასე არ ვფიქრობ," - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. 

ტექსასის ყოფილი კონგრესმენი ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა თავისი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით კი აგვისტოში ელ პასოში მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ. 

ბეტო ო'რურკი საპრეზიდენტო კამპანიას 1 ნოემბერს გამოეთიშა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ წარმატების იმედი არ ჰქონდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული მისაღებია, ჩემთვის უკვე ცხადია, რომ ამ კამპანიას არ შეუძლია წარმატებული გაგრძელება ჰქონდეს. ამის ახლა გაცნობიერება კამპანიაში მყოფთა საუკეთესო ინტერესებშია. ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებშია, რათა ჩვენი კანდიდატის გარშემო გავერთიანდეთ და ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშიცაა,"- წერს ო'რურკი Medium-ზე, საიდანაც საზოგადოებას კამპანიიდან გამოთიშვის შესახებ ამცნო. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება. დემოკრატიულ პარტიას რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, მათ შორის ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი. 

კომენტარები