სომხეთი

ფაშინიანმა გასცა დავალება, გამოარკვიონ, აქვს თუ არა QR კოდს კავშირი სატანასთან

ნიკოლ ფაშინიანმა გასცა დავალება, გამოარკვიონ, აქვს თუ არა QR კოდს კავშირი სატანასთან.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა.

"არ ვხუმრობ. მე დავავალე ეროვნული სამსახურის სამდივნოს, გაარკვიოს გარკვეული წრეების და ეშმაკის თანამშრომლობა. თქვენ იცინით, მაგრამ მართლა. თუ სიმშვიდის საფუძველი გვაქვს, ესეც უნდა გავარკვიოთ, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოების საკითხიცაა. ნებისმიერმა, ვინც მსგავს ინფორმაციას ფლობს, უნდა მიმართოს ეროვნული უსაფრთხოების სამდივნოს", - განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი ინსტრუქციის მიღება ეროვნული სამსახურის სამდივნოს დირექტორმა, ედუარდ მარტიროსიანმაც დაადასტურა.

სომხური მედია წერს, რომ ფაშინიანმა სატანაზე ნადირობის ნებართვის ონლაინ მიღების, ასევე ელექტრონული მომსახურების საკითხების, კომუნალური გადასახადების, ინტერნეტ ბანკის და სხვა საკითხების გამო დაიწყო. ფაშინიანი ამბობს, რომ მოსახლეობამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ელექტრონული სერვისები.

კომენტარები