ევროპული საქართველო

კახიძე: მანქანის გატაცებასთან ერთად, დაკავებულია ევროპული საქართველოს ორი წევრიც

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საპატრულო პოლიციამ პარტიის კუთვნილი მანქანის გატაცებასთან ერთად, მანქანაში მყოფი პარტიის წევრებიც დააკავა. 

კახიძის თქმით, პარტიის ორი წევრიკახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობაში არიან გადაყვანილები. დეპუტატი ამბობს, რომ იქვეა მანქანაც. 

"ჩვენთვის უცნობია მიზეზი და მე მინდა, ვურჩიო ხელისუფლებას და პირველ რიგში პოლიციას, რომ კანონი დაიცვას და ნუ ემორჩილება ივანიშვილის მითითებებს,"- ამბობს კახიძე.

დეპუტატის თქმით, ასეთი პრიმიტული მეთოდებით, როგორიცაა შეშისა და კასრების ჩამორთმევა, პროტესტს ვერ შეაჩერებენ და ვერც მათ ვერ შეუშლიან ხელს. 

"გონს მოეგონ, კანონი დაიცვან და სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჩვენი თანამშრომლები და ასევე გაათავისუფლონ დაკავებული მანქანა თავისი ატრიბუტიკით. ეს არის ჩემი მოწოდება,"- თქვა კახიძემ მთავარ არხთან ინტერვიუში. 

25 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია და პიკეტია დაგეგმილი, რომლის ერთერთი ორგანიზატორიც, სხვა პარტიებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, ევროპული საქართველოცაა. 

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი თამარ კაკაბაძე წერს, რომ მანქანაში, რომელიც საპატრულო პოლიციამ გაიტაცა, აქციისთვის საჭირო ნივთებია მობილიზებული. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით თვითონაც არკვევენ და მოგვიანებით შევეხმიანოთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები