სასამართლო სისტემა

ნიკოლოზ მარსაგიშვილი 5 წლის ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

პირველი არხი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი 5 წლის ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია.

მასთან გასაუბრება საბჭოში დღეს შედგა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მარსაგიშვილი პროკურატურაში მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა, რომელიც ე.წ მოსამართლეთა კლანის გავლენიანი ფიგურაა.

მარსაგიშვილის კონკურენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი იყო. მეთოფიშვილმა გასაუბრების დაწყებამდე ნაზი ჯანეზაშვილის აცილება მოითხოვა. მოთხოვნა საბჭომ ერთხმად დააკმაყოფლა და არამოსამართლე წევრს მისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი 1999 წლიდან 2008 წლამდე სხვადასხვა რეგიონის პროკურატურაში მუშაობდა.

2008-2017 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე წლიდან დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

კომენტარები