ტერორისტული თავდასხმა

ლონდონის ცენტრში ტერორისტმა რამდენიმე მოქალაქე დაჭრა, თავად უკვე ლიკვიდირებულია

0 კომენტარი

დღეს, 29 ნოემბერს, ლონდონის დროით 14 საათისთვის მამაკაცმა ქალაქის ცენტრში, ლონდონის ხიდზე მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. პოლიციის ცნობით, ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანია დაშავებული.

პოლიციამ თავდამსხმელს ესროლა და ის უკვე გარდაიცვალა. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, ის თან ატარებდა ასაფეთქებელ ნივთიერებასაც. მომხდარი უკვე შეფასდა ტერორისტულ თავდასხმად.

ინტერნეტში მალევე გავრცელდა მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა. ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა მოსახლეობას სთხოვა, ვიდეომასალა პოლიციისთვის მიეწოდებინათ, რათა გამოძიებას დახმარებოდნენ.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა გადაუდებელი დახმარების სამსახურსა და მოქალაქეებს "უზადო გამბედაობისთვის."

პოლიციის ცნობით, ინციდენტი უკვე ამოწურულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები