ემანუელ მაკრონი

მაკრონი: რუსეთი NATO-ს მტერი აღარაა, საფრთხედ რჩება, მაგრამ ზოგ საკითხში პარტნიორიცაა

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი ფოტო: ABC

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთი NATO-ს მტერი აღარ არის. მისი აზრით რუსეთი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა გარკვეულ საკითხებში პარტნიორიც არის, ხოლო ალიანსის ნამდვილი მტერი საერთაშორისო ტერორიზმი, კონკრეტულად კი ისლამისტი ტერორისტები არიან.

"ვინ არის NATO-ს მტერი? რუსეთი მტერი აღარაა. ის კვლავ რჩება საფრთხედ, მაგრამ ამასთანავე გარკვეულ საკითხებში პარტნიორიცაა. ჩვენი მტერი დღეს: საერთაშორისო ტერორიზმი, განსაკუთრებით ისლამისტური ტერორიზმი."

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მაკრონი მსგავს განცხდებას აკეთებს. გასულ კვირას მან NATO-ს მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ შუალედური დამიზნების ბირთვული შეთანხმების შემდგომ პერიოდში კვლავ დგას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის საკითხი და პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - ვინ არის მტერი? მაკრონს მიაჩნია, რომ მტერი რუსეთი ან ჩინეთი არაა და რომ ალიანსის საერთო მტერი ტერორიზმია.

"ეს საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს რუსეთია? ჩინეთი? NATO-ს მიზანია, რომ ისინი მტრად გამოაცხადოს? არ ვფიქრობ ასე. ალიანსში ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია, რომელმაც ჩვენ წევრ ყველა ქვეყანაზე დატოვა კვალი".

მაკრონმა რუსეთზე საუბრისას თქვა - "ჩვენ ნათელი, ძლიერი და მომთხოვნი დიალოგი გვსურს რუსეთთან, არც გულუბრყვილო და არც თვითკმაყოფილი. რუსეთთან დიალოგზე არ წასვლას ევროპა უფრო უსაფრთხო არ გაუხდია". 

"რუსეთი, გეოგრაფიულად, ევროპის ნაწილია," - დასძინა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები