საპროტესტო აქციები

მდინარაძე: 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, ეს მათი პოლიტიკური განაჩენია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ის, რომ 15-20 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში და დესტრუქციის მოწყობას ცდილობს, ესაა მათი პოლიტიკური განაჩენი", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ქვეყნა მოიცვას საპროტესტო აქციებმა, მამუკა მდინარძის ამბობს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა.

"საქართველოში სახელმწიფო იმ სიმაღლეზე დგას, რომ უზრუნველყოს კანონიერება, კანონის ასრულება, სახელმწიფოს სტაბილურობა, მარგინალური ჯგუფები, გაცვეთილი და მეორადი "კმარელები" ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობის შერყევას", - ამბობს მდინარაძე.

ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებისა და მატი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებუი აქცია-მსვლელობა დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები