აშშ

ნიუ ჯერსიში სროლას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

BBC

აშშ-ში. ნიუ ჯერსის შტატში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. bbc-ს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ჯერსი-სიტიში მოხდა. დაღუპულებს შორის 1 პოლიციელი და 2 თავდამსხმელია. დაიჭრა 2 პოლიციელიც. 

მედიის ინფორმაციით, ორმა უცნობმა პირმა სასაფლაოს მახლობლად პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით თავდამსხმელები სუპერმარკეტში შეიჭრნენ და ცეცხლი იქიდანაც გახსნეს. შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი twitter-ზე გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 

კომენტარები