რუსეთი

2019 წელს რუსეთის მოსახლეობა 44 ათასით შემცირდა

telegraph.co.uk

2019 წლის 10 თვის განმავლობაში, რუსეთის მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ 259 ათასი შეადგინა. ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მაქსიმუმია. 

არსებული ინფორმაციით, მიღებულ დანაკლისს ემიგრანტების ნაკადიც ვერც დააბალანსებს. 2019 წელს რუსეთში ემიგრირებული ადამიენბის რაოდენობამ 193 ათასი შეადგინა. ამგვარად, მიმდინარე წელს რუსეთის მოსახლეობა 44 ათასი ადამიანით შემცირდა. 

მაჩვენებელი ზედიზედ მეორე წელია მცირდება. 2018 წელს კლებამ 96 ათასი შეადგინა. ადგილობრივი სამსახურის ცნობით, ბუნებრივი კლების მაჩვენებელი მეოთხე წელია იზრდებდა. 

მოსახლეობის ბუნებრივი მატება, სიკვდილიანობის შემცირება, შობადობის მატება რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნების მისაღწევად 2007 წლიდან რუსეთში დედობრივი კაპიტალის სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა. 

პროგრამა მეორე ახალშობილზე ან ნაშვილებ ბავშვებზე ერთჯერად ფულად ჯილდოს ითვალისწინებს. პროგრამა 10 წლის განმავლობაში, დემოგრაფიულ ფონზე დადებითად მოქმედებდა, თუმცა ბოლო ორი წელია ტენდენცია იცვლება. 

კომენტარები