რუსეთი

რუსეთში სპეცრაზმმა მოსწავლეებს აქციის დაშლა ასწავლა, რამდენიმე მოზარდი დაშავდა

ჩელიაბინსკის რაიონის ქალაქ ზლატოუსტში კადეტთა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს აქციის დაშლის ინსტრუქტაჟი ჩაუტარა. 

მოსწავლეები მომიტინგეებს განასახიერებდნენ, ხოლო სამართალდამცავები - თავიანთ თავს. სწავლების ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა ტელევიზიამ 16 დეკემბერს გაავრცელა, თუმცა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ ახლა მიიპყრო.

წინა დღეებში ქსელში გავრცელდა ვიდეო ყაზანიდან, სადაც ერთერთ საჯარო სკოლაში მისულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს საპროტესტო აქციის დარბევის სპეციფიკა გააცნეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სწავლების შედეგად დაშავდა რამდენიმე მოზარდი. მათ სხვადასხვა ხარისხის ტრავმები აქვთ.

კომენტარები