ქართული ოცნება

მდინარაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო უაღრესად პოზიტიური

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ერთი მხრივ აქვს "რამდენიმე პატივსაცემი ამერიკელი კოლეგის" კრიტიკული პოზიცია და ასევე აშშ-ის "ოფიციალური პოზიცია", რომელიც მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაახმოვანა. 

"ერთიც და მეორეც იყო უაღრესად პოზიტიური, ჩვენ გამოვდივართ ამ პოზიტიური დასკვნებიდან,"- ამბობს მდინარაძე.

დეპუტატის თქმით, ამასთან ერთად ნებისმიერ კრიტიკულ შენიშვნას ყურადღებით აკვირდებიან და ითვალისწინებენ, რამდენად "სუბიექტურად ან ობიექტურადაც" არ უნდა ეჩვენებოდეთ ინფორმაცია, რომელზეც "ეს კრიტიკაა დაფუძნებული". 

24 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. 

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან,"- წერია განცხადებაში. 

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და თქვა, რომ ამერიკული მხარე შოკშია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები