რუსეთი

რუსულმა არხებმა YouTube-ზე პუტინის ვიდეოს კომენტარები და DISLIKE-ის მაჩვენებელი გამოურთეს

უარყოფითი გამოხმაურებების გამო, რუსულმა სამთავრობო არხებმა, Россия 24-მა და პირველმა არხმა, YouTube-ზე ატვირთულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვის ვიდეოს კომენტარის დაწერის ფუნქცია გამოურთეს. 

ვიდეოს ქვეშ ასევე არ ჩანს, რამდენმა ადამიანმა მოიწონა ან დაიწუნა ვიდეო (Like/Dislike). 

მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ის მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ დააჭირონ, როგორც მოწონების, ისე დაწუნების ღილაკებს, ეს მაჩვენებლები არ ჩანს. 

სხვა სამთავრობო არხებს კი ვიდეოსთვის ეს ფუნქცია არ გაუთიშავთ. მაგალითად, НТВ-ის 10 000 მოწონება აქვს. YouTube-გვერდზე ატვირთულ ვიდეოს ამ მომენტისთვის 40 000 დაწუნება და 4-ჯერ ნაკლები, 10 000 მოწონება. 

19 დეკემბერს პუტინის დიდი, ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს Россия 24-ს YouTube-ზე პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა, რა დროსაც მომხმარებლები აქტიურად იყენებდნენ დაწუნების ღილაკს. საერთო ჯამში, ვიდეომ 51 000 დაწუნება და 15 000 მოწონება დააგროვა. 

კომენტარები