ავსტრალია

ავსტრალიაში ცეცხლის განზრახ გაჩენაში დამნაშავედ 24 პირი ცნეს

CNN

ავსტრალიაში ცეცხლის განზრახ გაჩენაში დამნაშავედ 24 პირი ცნეს.

მასშტაბური ხანძრის, რომელიც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მძვინვარებს, გაჩენის ძირითად მიზეზად კვლავ გვალვა და რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სახელდება, თუმცა ოფიციალური პირების თქმით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კონკრეტულ ტერიტორიებზე ცეცხლი განზრახ გააჩინა.

24 პირს ბრალად ახალ სამხრეთ უელსში ბუჩქებით დაფარულ ტერიტორიაზე ცეცხლის გაჩენა ედებათ.

პოლიციამ 8 ნოემბრის შემდეგ ამ ბრალდებით საქმე 183 ადამიანის წინააღმდეგ აღძრა, მათ შორის 40 არასრულწლოვანი იყო. 47-მა პირმა ცეცხლი ანთებული სიგარეტის ან ასანთის გადადგებით გააჩინა. ბრალდებულების ნაწილმა დაარღვია ცეცხლის დანთებაზე აკრძალვა. მათმა ნაწილმა გაფრთხილება მიიღო, საქმეების ნაწილი კი სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა.

ავსტრალიაში ხანძრის შედეგა სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. დაიწვა 7 მილიონზე მეტი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის ტყეები და ეროვნული პარკები. შედეგად ნახევარ მილიარდამდე ცხოველი დაიხოცა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ქვეყნის შეიარაღებული ძალები.

კომენტარები