კათოლიკე ეკლესია

გადამდგარი პაპი, ბენედიქტე XVI კათოლიკე ეკლესიაში ცელიბატის გაუქმების წინააღმდეგ გამოდის

0 კომენტარი
ფოტო: BBC

გადამდგარი პაპი, ბენედიქტე XVI კათოლიკე ეკლესიაში ცელიბატის შენარჩუნებას ითხოვს. მისი მემკვიდრე, პაპი ფრანცისკე გეგმავს, სასულიერო პირებისთვის დაქორწინების აკრძალვის წესი შეამსუბუქოს.

კერძოდ: 

2019 წლის ოქტომბერში კათოლიკე ეპისკოპოსები მთელი მსოფლიოდან, იგივე სინოდი, შეიკრიბა, რათა ამაზონის ეკლესიის მომავალი განეხილა.

სხდომის ოქმში, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, იყო რეკომენდაცია, რომ ამაზონის ზოგიერთ ნაწილში ასაკოვან, დაქორწინებულ კაცებს მღვდლობის უფლება უნდა ჰქონოდათ.

სამხრეთ ამერიკელმა ეპისკოპოსებმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს, ვინაიდან, მათი განცხადებით, ამ რეგიონში სასულიერო პირების სიმცირეა. ცელიბატის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ ამაზონის რეგიონს ეხება. 

პაპმა ბენედიქტემ თავისი მოთხოვნის შესახებ, არ გაუქმდეს ცელიბატი, წიგნში ისაუბრა, რომელიც თანაავტორთან, კარდინალ რობერტ სარასთან ერთად გამოაქვეყნა.

გადამდგარი პაპი ბენედიქტე ამბობს, რომ მას არ შეუძლია, გაჩუმდეს, როცა საქმე ამ საკითხს ეხება. წიგნში პაპი წერს, რომ ცელიბატი არის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის და მას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის მღვდლებს საშუალებას აძლევს, თავიანთ მოვალეობაზე კონცენტრირდნენ. მისი თქმით, ორივე - მღვდლობა და ქორწინება, ერთად შეუძლებელია.

პაპი ბენედიქტე, რომელიც პირველი იყო, ვინც ბოლო 600 წლის განმავლობაში გადადგა, იშვიათად გამოთქვამს თავის აზრს საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით.

პაპი ბენედიქტეს განცხადებებსა და წიგნზე ვატიკანს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

პაპმა ფრანცისკემ გადაწყვეტილბა მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა მიიღოს.

ბევრისთვის ცელიბატის გაუქმება მიუღებელია, ვინაიდან ის კათოლიკე მღვდლობის მთავარი ნაწილია. მღვდელი დაქორწინებული უნდა იყოს ღმერთზე და არ უნდა დაკავდეს ისეთი ამქვეყნიური საზრუნავით, როგორიც არის ცოლი და ოჯახი.

ტრადიციონალისტები ფიქრობენ, რომ ეს არის ის მიმართულება, საითკენაც პაპ ფრანცისკეს მიჰყავს ეკლესია. ზოგიერთი ასევე ფიქრობს, რომ ამაზონის რეგიონში ცელიტაბის გაუქმება დროსთან ერთად მის საერთოდ გაქრობას გამოიწვევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები