აშშ-ირანი

პომპეო: სოლეიმანის ლიკვიდაცია შეკავების პოლიტიკის ნაწილია, რაც მხოლოდ ირანზე არ ვრცელდება

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც აშშ-ის მოწინააღმდეგეების შეკავებას ისახავს მიზნად:

"პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ, ვინც ეროვნული უსაფრთხოების გუნდში ვართ, ვცდილობთ ხელახლა ჩამოვაყალიბოთ შეკავების პოლიტიკა, ნამდვილი შეკავების, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. შენს მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ შენ არა მხოლოდ ფასების დაწესება შეგიძლია, ამისათვის მზად ხარ. ამერიკას ახლა ყველაზე ძლიერი პოზიცია აქვს ირანთან მიმართებით, ვიდრე ოდესმე." თქვა მან.

პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ ირანი ერთადერთი არაა, ვისი შეკავებაც აუცილებელია თავისუფლების დასაცავად და მაგალითად უკრაინისათვის ლეტალური სამხედრო დახმარების გადაცემა, ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების გამოცდა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო წვრთნები მოიყვანა:

"შეკავების მნიშვნელობა მხოლოდ ირანზე არ ვრცელდება. ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევაკავოთ ჩვენი მოწინააღმდეგეები, რათა დავიცვათ თავისუფლება. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მუშაობის მთელი არსი, რომ ჩვენი სამხედრო ძალების იმაზე ძლიერი გახადოს, ვიდრე ოდესმე ყოფილან." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. ირანმა პასუხად 8 იანვარს ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, თუმცა ის მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ასევე 8 იანვარს ირანულმა რაკეტამ თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოაგდო უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ 11 იანვარს აღიარა და შეცდომისათვის ბოდიში მოიხადა, თუმცა ამ დრომდე ირანის ქუჩებში აქციები არ წყდება. თავდაპირველად აქციები დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად დაიწყო, თუმცა შემდეგომ ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა. დააკავეს ათობით ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები