საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს პატრიარქს ეწვივნენ. პარლამენტის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატებმა ილია მეორეს დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 ელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პატრიარქს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა კარლო კოპალიანმა, დეპუტატებმა ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა, გია ვოლსკიმ.
"ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა ილია მეორეს პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, პატრიარქმა დეპუტატები დალოცა.
"მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, - მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.