ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

Interpressnews

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ავტომანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები