კონგრესმენების წერილი გახარიას

უგულავა: პრაქტიკულად თვეში ერთხელ ვიღებთ კრიტიკულ წერილებს, ეს ქვეყნის რეპუტაციას აზარალებს

0 კომენტარი
გიგი უგულავა ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა პასუხი კონგრესმენის კრიტიკაზე არაადეკვატურია და ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებასთან ერთად საქართველოსთვის უკვე "საერთაშორისო სირცხილად" იქცა.

"საუბარი იმაზე, რომ რომელიმე კონგრესმენი არაა წონადი, აბსურდია და შეურაცხმყოფელია. ჩვენ, პრაქტიკულად, თვეში ერთხელ ვიღებთ ძალიან კრიტიკულ წერილებს ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროა ყველაზე მეტად ის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას აზარალებს. ივანიშვილი და ქართული ოცნება არის ჩვენი ქვეყნის უკვე საერთაშორისო სირცხვილი", - ამბობს გიგი უგულავა.

ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ კონგრესმენის წერილი კონკრეტული კომპანიის "ფრონტერას" ინტერესებს უკავშირდება. ამის შესახებ გუშინ გია ვოლსკიმ, დღეს, 20 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მაილნმა საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხსენებულ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები