ელიზაბეთ რუდი

რუდი: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გაატაროს საარჩევნო რეფორმა ODIHR-ის რჩევების თანახმად

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საარჩევნო ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს.

მისი თქმით, დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოსთვის ყველაზე მისაღებ საარჩევნო სისტემაზე. ამასთან, რუდის თქმით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გაატაროს საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად:

"პოლიტიკური დიალოგი, რომელსაც ხელს უწყობენ აშშ, ევროკავშირი და ევროპის საბჭო, წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას მმართველი პარტიისა და ოპოზიციისათვის, შედგეს კომპრომისი საარჩევნო სისტემაზე, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოსთვის.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გაატაროს საარჩევნო რეფორმა, რომელიც თავის თავში მოიცავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ყველა რეკომენდაციას." - აცხადებს რუდი.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ გამოძიებასა და სასამართლოზეც ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მთავრობამ უზრუნველყოს, რომ ყველა გამოძიება, გასამართლება და სამართლებრივი პროცესი მთლიანად თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენისგან. ეს იქნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, ისევე, როგორც გარემოს უცხოური ინვესტიციებისთვის."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები