თბილისის მერია

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებს დააფინანსებს

healthline.com

თბილისის მერია მარტიდან ჯანდაცვის ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა და აღნიშნა, რომ თითოეული პაციენტისათვის 24 000 ლარი გამოიყოფა.

"მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით. თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველები 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80%-ით დაუფინანსდებათ მედიკამენტები.

ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს", - თქვა კალაძემ.

კომენტარები