ავსტრალია

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას 3 ამერიკელი მეხაძრე ავიაკატასტროფაში დაიღუპა

abc news

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას 3 ამერიკელისგან შემდგარი სამაშველო ეკიპაჟი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

შემთხვევა ახალი სამხრეთ უელსის მთებში დღეს მოხდა. ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

შტატის პრემიერი ამბობს, რომ ავიაკატასტროფა აქტიური ხანძრის კერაში მოხდა.

გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან. 

ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო სამსახურის ცნობით, ამერიკელებისგან დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა მათ თავად შესთავაზა მოხალისეობრივი სამსახური ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრების წინააღმდეგ.

ავსტრალია უკვე რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა, დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი და სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით მოკვდა მილიარდზე მეტი ცხოველი.

კომენტარები