კორონავირუსი

საკრუიზო გემის 3600 მგზავრს კორონავირუსზე ტესტის შემდეგ ჰონგ კონგში გადმოსვლის უფლება მისცეს

ოთხი დღის განმავლობაში კარანტინში ყოფნის შემდეგ ჰონგ კონგში გაჩერებული საკრუიზო გემის მგზავრებს ნაპირზე გადასვლის უფლება მისცეს.

გემზე 3600 მგზავრი და ეკიპაჟის 1800 წევრი იმყოფებოდა. მათ ტესტირება ჩაუტარდათ და ინფექციის მატარებელი არც ერთი მათგანი აღმოჩნდა. კარანტინი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ გემის წინა ვოიაჟის სამ მგზავრს მოგვიანებით კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ჰონგ კონგის მთავრობამ შაბათს, 8 თებერვალს ორ კვირიანი კარანტინი გამოაცხადა და დანარჩენი ჩინეთიდან არავის უშვებს.

ამ დროისათვის კორონავირუსისგან 813 ადამიანია გარდაცვლილი, საიდანაც 811 შემთხვევას ჩინეთში ჰქონდა ადგილი.

კომენტარები