ცნობილი ადამიანები

როუზ მაკგოვანმა ნატალი პორტმანი შეურაცხმყოფელ აქტივიზმში დაადანაშაულა

0 კომენტარი

ნატალი პორტმანი 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა იმ ქალი რეჟისორის სახელით მოქარგული მოსასხამით მივიდა, რომელიც ოსკაზე ნომინირებული არ ყოფილა. მსახიობმა ეს მათ მიმართ პატივის გამოსახატად გააკეთა, თუმცა როუზ მაკგოვანმა პორტმანი შეურაცხმყოფელ აქტივიზმში დაადანაშაულა. 

"ჩემი აზრით, პორტმანის აქტივიზმი შეურაცხყოფს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლა იბრძვის. ამას სიმწრით არ ვამბობ, ზიზღით ვამბობ. მინდა, მას და სხვა მსახიობ ქალებს ვუთხრა, რომ უბრალოდ თავის გზაზე იარონ. 

ნატალი, შენი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სულ ორ ქალ რეჟისორთან ითანამშრომლე და მათგან ერთ-ერთი შენ იყავი. შენ მწარმოებელი კომპანია გაქვს, რომელმაც სულ ერთი ქალი რეჟისორი დაიქირავა და ეს შენ იყავი. რა გჭირთ ამ მაღალი დონის მსახიობებს? თქვენ, ელიტას, შეგიძლიათ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალოთ თუ იბრძოლებთ იმის მაგივრად, რომ პრობლემად იქცეთ.დიახ, შენ ნატალი, შენ პრობლემა ხარ. არაგულწრფელი ბრძოლა არის პრობლემა. ქალების ყალბი მხარდაჭერა არის პრობლემა

არ არსებობს კანონი, რომელიც ქალების სამსახურში აყვანას, მათთან თანამშრომლობას და მათ მხარდაჭერას გაიძულებს. ეს უბრალოდ შენ უნდა გააკეთო. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მორჩი ფიქრს, თითქოს შენ სხვა ადამიანებისთვის იბრძვი, რადგან ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებ. მე რაც შემეხება, აქ ვიქნები, ხმას ავიმაღლებ და ცვლილებებისთვის ვიბრძოლებ ყველანაირი კომპენსაციის გარეშე. ნამდვილი აქტივიზმი ასეთია. ხოლო სანამ შენ და შენნაირი მსახიობი ქალები გულწრფელები არ გახდებით, გთხოვთ შეინახოთ ყალბი აქტივიზმით ნაქარგი ტანსაცმელი, ის არ გიხდებათ."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები