რუსული კიბერთავდასხმა

საქართველოზე რუსეთის თავდასხმას ნიდერლანდების სამეფოც გმობს

0 კომენტარი

საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევას ნიდერლანდების სამეფოც ეხმაურება და აცხადებს, რომ იზიარებს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს 2019 წლის 28 ოქტომბრის მასშტაბური კიბერთავდასხმის შესახებ, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურმა განახორციელა.

"ეს ქმედებები არღვევს კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქვევის ნორმებს, რომელიც დაგდენილია გაეროს მიერ და აბუჩად იგდებს საერთაშორისო ნორმებზე დამყარებულ წესრიგს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

-------------

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაერთიანებული სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები