თბილისის მერია

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდაცია დედაქალაქის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. 

მათივე ცნობით, მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი - აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასამუშაო საათებში.

დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები. 


ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, 16 მარტამდე არდადეგები გამოცხადდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები სკოლებშიც. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი რჩება, მათი ნაწილის კორონავირუსზე გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, დაახლოებით ასამდე ადამიანი არის იზოლაციაში საჩხერეში, აბასთუმანსა და თბილისში არსებულ საიზოლაციო სივრცეებში.

კომენტარები