ჯანდაცვის სამინისტო: კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფო იმ პირებზე ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან ფურცლის ტოლფას ცნობას გასცემს.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს სრულად აუნაზღაურდებათ გაცდენილი სამუშაო დღეები. ამ ცნობის გაცემა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მოხდება.

"იგულისხმება, როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან ამ პირებს შორის არის ბევრი დასაქმებული და ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური. სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცეთ ეს ცნობა", - ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია.

ცნობის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected] მიმართოს.

კომენტარები