კორონავირუსი

კალიფორნიის სანაპიროსთან საკრუიზო გემზე მყოფ 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

კალიფორნიის სანაპიროსთან საკრუიზო გემზე მყოფ 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ მათ შორის ეკიპაჟის 19 წევრია, ორი კი მგზავრი. ტესტირება გემზე მყოფ 46 ადამიანს ჩაუტარდა.​

პენსსის თქმით, ის კალიფორნიის გუბერნატორთან აქტიურად თანამშრომლობს და გემს მალე არაკომერციულ პორტში გადაიყვანენ. Grand Princess-ის ბორტზე 3500- ზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2422 მგზავრია, 1111 კი ეკიპაჟის წევრი.

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რაოდენობა კი 329-მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

კომენტარები