კორონავირუსი

იტალიაში ერთ დღეში Covid 19-ით კიდევ 250 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა დაავადების 2 547 შემთხვევა

BBC

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 250 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 2 547 ახალი შემთხვევა. ჯამში იტალიაში Covid 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 17 760-ს მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა - 1266 ადამიანი. 

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული.

13 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 5373-ია. გამოჯანმრთელდა 70 920 ადამიანი. სულ მსოფლიოს 135 ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 142 766 შემთხვევაა აღრიცხული.

ამ დროისთვის დაავადებული რჩება 66,473 ადამიანი. მათი 9%-ის (5,965 პაციენტი) მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსით ინფიცირების (80,815) და გარდაცვალების (3,177) ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ჩინეთშია აღრიცხული. თუმცა, პაციენტების დიდი ნაწილი (64 152) უკვე გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის დაავადებულთა ოდენობით, ჩინეთი იტალიას ჩამორჩება. იმის გამო, რომ ბოლო კვირებში ჩინეთში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება (ბოლო 24 საათში მთელ ქვეყანაში მხოლოდ 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი), ახლა ჩინეთს 13 486 დაავადებული ჰყავს, იტალიას - 14 955.

ჩინეთის შემდეგ ჯამურად ყველაზე მეტი დაინფიცირებული (17,660) და დაღუპული (1,266) სწორედ იტალიაშია. ქვეყანაში ჯერ მხოლოდ 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1328 პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალიას მოსდევს ირანი - 11,364 დაავადებულით და 514 გარდაცვლილით. დაავადების 7,979 შემთხვეავა გამოვლენილი სამხრეთ კორეაში, 4 334 - ესპანეთში, 3,481 - გერმანიაში, 2,876 - საფრანგეთში, 1,864 - აშშ-ში, 1,137 - შვეიცარიაში. 

რაც შეეხება საქართველოს, აქ კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა

კომენტარები