კორონავირუსი

კორონავირუსი: ჯორჯო არმანიმ იტალიის საავადმყოფოებს 1.25 მილიონი ევრო გადაურიცხა

Getty Images

იტალიელმა დიზაინერმა, ჯორჯო არმანიმ, იტალიის საავამდყოფოებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1.25 მილიონი ევრო გადაურიცხა.

დიზაინერმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ფული მას შემდეგ გამოყო, რაც მისი მოდის სახლის კრუიზ ჩვენება გააუქმა, რომელიც 2021 წლის 19 აპრილს დუბაიში იყო დაგეგმილი.

გადარიცხული ფული მილანის სამ საავადმყოფოსა და რომის ერთ საავადმყოფოს მოხმარდება.

14 მარტის მონაცემებით, იტალიაში 17 660 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, გარდაცვლილია 1 266 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 439.

მსოფლიოს მასშტაბით კი კორონავირუსით ინფიცირებულია 145 993 ადამიანი, გარდაცვლილია 5 440 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 72 553.

კომენტარები