აშშ-ირანი

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს და მოუწოდებს გაათავისუფლოს დაკავებული ამერიკელები

0 კომენტარი
ფოტო: Al-Monitor

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს და ქვეყანას მოუწოდებს გაათავისუფლოს დაკავებული ამერიკელები.

"ჩვენ ვიცით, რომ ისინი განიხილავენ გაათავისუფლონ თუ არა ისინი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ გაათავისუფლონ ყველა ამერიკელი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული, იმ რისკიდან გამომდინარე, რის წინაშეც დგანან." თქვა მაიკ პომპეომ.

ირანთან ნავთობქიმიური პროდუქტებით ვაჭრობის გამო სანქციები უწესდება 3 ირანელ პირს და სამხრეთ აფრიკაში, ჰონგ-კონგსა და ჩინეთში დარეგისტრირებულ 9 ორგანიზაციას. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. სანქციების სიაში შევა ირანის შეიარაღებული ძალების სოციალური უსაფრთხოების საინვესტიციო კომპანია და მისი დირექტორიც.

განცხადება გაკეთდა სავაჭრო დეპარტამენტშიც, სადაც თქვეს, რომ სპეციალურ სიაში შეიყვანენ 5 ირანელ მეცნიერს და 18 კომპანიას, რომლებიც ჩართული არიან ირანის ბირთვულ პროგრამაში, პაკისტანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებში და რუსეთის სამხედრო შეიარაღების მოდერნიზაციის პროგრამაში. ამ პირებსა და კომპანიებზე სპეციალური რეგულაციები გავრცელდება, მაგალითად მათ არ შეეძლებათ მიიღონ აშშ-ში წარმოებული სხვადასხვა საქონელი სპეციალური ლიცენზიის გარეშე. კომპანიების სახელები არ დაკონკრეტებულა, თუმცა ერთი მათგანი ირანულია, ორი ჩინური, 9 პაკისტანურ, 5 კი არაბთა გაერთიანებული საამიროების.

უცნობია ზუსტად რამდენი ამერიკელი ჰყავს ამჟამად ირანს დაკავებული, თუმცა მათ სიაში არიან ბაქერ და სიამაკ ნამაზები, აშშ-ის არმიის ვეტერანი მაიკლ ვაითი და შესაძლოა მათ შორის იყო 2007 წელს გაუჩინარებული FBI-ს აგენტი რობერტ ლევინსონი.

ირანმა კორონავირუსის გამო დროებით გათავისუფლებულ პატიმრებთან ერთად ციხიდან გამოუშვა ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე ნაზანინ ზაღარი-რეტკლიფი. ის ამჟამად თეირანში მშობლების სახლში იმყოფება, სპეციალურ სამკლაური აქვს და სახლიდან 300 მეტრზე მეტი მანძილით დაშორება აქვს აკრძალული. ის 2016 წელს ირანის აეროპორტში ოჯახის მოსანახულების შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ზაღარი-რეტკლიფი ბრალდებას უარყოფს.

გადატვირთულ ციხეებში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ირანში უკვე 85 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს. კვლავ ციხეებში რჩებიან ის პირები, ვინც ირანში ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს გასულ წელს დააკავეს.

ირანმა დაახლოებით 70 000 პატიმარი მარტის დასაწყისში გაათავისუფლა. მათ უმეტესობას 5 წელზე ნაკლები ვადით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მაშინ ირანში გაეროს ადამიანის უფლებების სპეციალურმა  მომხსენებელმა, ჯავიდ რეჰმანმა განაცხადა, რომ მან თეირანს გადატვირთული ციხეებიდან დროებით ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოსთხოვა, რათა კორონავისუსის გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ.

აშშ-მა მოუწოდა ირანს, გაათავისუფლოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები და უცხოელები, რომელთაც ირანში ჯაშუშობა ედება ბრალად. აშშ-ის თქმით ირანის ციხეებში ნებისმიერი ამერიკელის სიკვდილზე ვაშინგტონი პირად პასუხისმგებლობას ირანის მთავრობას დააკისრებს.

ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კი აშშ-ს მოუწოდეს, მოხსნას 2015 წლის შეთანხმების დატოვების შემდეგ ხელახლა დაწესებული სანქციები. მათი თქმით ეს ქვეყანას ხელს უშლის ებრძოლოს კორონავირუსს და გაუმკლავდეს ეპიდემიას. თეირანმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ს სანქციების გაუქმებას.

ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 16,169 ადამიანი, დაიღუპა 988, გამოჯანმრთელდა 5,389.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები