თბილისის მერია

თბილისის მერია იჯარაზე შეღავათს უწესებს 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია იჯარაზე შეღავათებს დაუწესებს 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს, ვისაც მუნიციპალიტეტისგან აქვთ იჯარით აღებული ფართი ან მიწის ნაკვეთი.

"ამ მეწარმეებს თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილისა და მაისის იჯარის გადასახადისგან." - ამბობს თბილისის მერი.

ამასთან, მოიჯარეები ვალდებულნი იქნებიან, შეღავათები ქვემოიჯარეებზეც გაავრცელონ. როგორც კალაძე ხსნის, მათ ნაწილს, ვისაც მერიის საკუთრებაში არსებული ფართი ან მიწის ნაკვეთი იჯარით აქვთ აღებული, იგივე ფართი ან მიწის ნაკვეთი სხვებზე აქვთ გაქირავებული, შეღავათები კი უკლებლივ ყველაზე უნდა გავრცელდეს.

"აქედან გამომდინარე, შეღავათით, რეალურად, 600-ზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს," - ამბობს თბილისის მერი.

მისი თქმით, მოიჯარეების ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად უნდა შევიდეს ძალაში.

კალაძე აცხადებს, რომ მერია ფორსმაჟორულ ვითარებაში განაგრძობს მუშაობას და "შეღავათები გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც."

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები