23 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოვლენილია 350,457 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 15 316 ადამიანი.
ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას ჰყავს (5,476), მას ჩინეთი (3,270) და ესპანეთი (2,182) მოსდევს.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, პირველ ადგილზე ჩინეთია 81,093 დაავადებულით, მეორეზე იტალია - 59,138, მას აშშ მოსდევს 35,070 ინფიცირებულით.