20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მას ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 4 აპრილს ეწურებოდა.

ბესიკ თამლიანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ის კახაბერ კუპრეიშვილთან, ცოტნე სოსელიასთან და ზურაბ ბუდაღაშვილთან ერთად დააკავეს. კუპრეიშვილს, სოსელიასა და ბუდაღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და გათავისუფლდნენ. რაც შეეხება თამლიანს, ის საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა არაა - ბრალს არ აღიარებს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, ოპოზიციის ინფორმაციით, 8 მარტის შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე. 

კომენტარები