სწრაფი ტესტები

ვინ ისარგებლებს სწრაფი ტესტებით - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სწრაფი ტესტები არ იქნება ფართო გამოყენების და კონკრეტული ჯგუფების ტესტირებისთვის იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, სწრაფი ტესტებით სარგებლობისთვის აუცილებელია გარკვეული ეპოდემიოლოგიური და სამედიცინო შეფასება. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

გაბუნია ამბობს, რომ უსიმპტომო ადამიანის გამოკვლევა, რომელსაც არც კონტაქტი ჰქონია, არანირი ტესტით რეკომენდირებული არ არის. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ჩამოსულ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ.

"ისარგებლებენ მაღალი რისკის ჯგუფები, კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, მათი ხშირი კონტაქტებიდან გამომდინარე არიან რისკის მატარებლები. ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ის პირები ვისაც აქვს მაღალი რისკი, იმოგზაურეს, აქვთ გამოხატული სიმპტომები, ჯერჯერობით ეს იქნება მთავარი სამიზნე ჯგუფები. დრამატული ცვლილება ამ ეტაპზე ტესტირების მოდელში და ალგორითმში მოსალოდნელი არ არის," -  ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ხვალ 24 მარტს უნდა ჩამოვიდეს ჩინეთის მიერ საჩუქრად გადმოცემული 1000 ტესტი. მომდევნო კვირის დასაწყისში კიდევ 2000 ტესტს ელოდებიან. გაბუნიას ინფორმაციითვე, აპრილის დასაწყისისთვის ეტაპობრივად შემოვა 5 ათასი ცალი ტესტი და მოგვიანებით 200 ათასი ტესტის სრული პარტია. 

კომენტარები